Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვაშლოვანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მალე განახლდება

19 April, 2018

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ვაშლოვანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტების სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოდგილე ილია ღუდუშაურმა, ვაშლოვანის ქუჩის მაცხოვრებლებს პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეფერხების მიზეზი გააცნო და უახლოეს პერიოდში სამუშაოების განახლებას და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. აღნიშნული პროექტის შეფერხების მიზეზად ქ. ლაგოდეხში პარალერულად მიმდინარე სასმელი წყლის პროექტის განხორციელება სახელდება. ქ. ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1,221,001.71 ლარია.

ფოტო ალბომი

Share page