საკრებულომ 2018 წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხა მოიწონა

1 December, 2017

2018 წელს,   ქ. ლაგოდეხში აქცენტი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით გაკეთდება- ამის შესახებ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა კამბურიამ  დღეს,  გამართულ საკრებულოს  სხდომაზე განაცხადა. სადაც   დეპუტატთა უმრავლესობამ  2018 წელს რეგ. ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების ნუსხა მოიწონა, რომელიც გზების, სასმელი წყლის, სანიაღვრე არხებისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას გულისხმობს.  

 წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, ასევე კენჭი უყარეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს, მათ შორის  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამაში ცვლილების დამტკიცებას.

 

 ხდომას  მოქალაქეების ნაწილი დაესწრო. ადგილობრივებს კითხვები   ქალაქში  უპატრონი ძაღლებისა და  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე ქონდათ.

 


Share page