ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

21 November, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს კახა ჯამბურია უხელმძღვანელებს. მას აღნიშნულ პოსტზე მხარდაჭერა  დეპუტატთა უმრავლესობამ  გამოუცხადა.  საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე 2014 წლიდან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.  ჯამბურია  ლაგოდეხში "ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილის თანამდებობა  გიორგი ღამბაშიძემ დაიკავა. იგი  „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის  და წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატის პოსტს იკავებდა.
საკრებულოს პირველ სხდობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. ჯონდო მდივნიშვილმა ახლად არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს მიულოცა და მომალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ფოტო ალბომი


Share page