ლაგოდეხში ოქრო-ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ

31 July, 2017

ერთდღიანი შემოქმედებითი ბანაკის „SOUND OF FUTURE”-ის ფარგლებში 2016 წელს საჯარო სკოლა დამთავრებულ ოქრო-ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოვება გაიმართა. ახალგაზრდებთან შეხვედარა სასტუმრო „WALD HOTEL LAGODEKHI”-ში შედგა და მონაწილეებს “პრეზენტაციის უნარების“, „ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობისა“ და პიარის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდა.

ღონისძიებას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი-დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი დაესწრნენ. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფრთის მიერ იყო ორგანიზებული და მის მიზანს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ფოტო ალბომი


Share page