Hot line : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამბაქოს ნედლეულის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია

1990 წლამდე საქართველო ყოვეწლიურად აწარმოებდა 14–15 ათასი ტონა თამბაქოს ნედლეულს, აქედან მხოლოდ ლაგოდეხის რაიონი აწარმოებდა 7–8 ათას ტონას, ლაგოდეხის რაიონი არის მშრალი სუბტროპიკული ზონის რეგიონი, სადაც ნიადაგურ–კლიმატური პირობები იძლევა შესაძლებლობას მარცვლეულ კულტურებთან ერთად ტექნიკური კულტურების და კერძოდ თამბაქოს წარმოებისათვის, საიდანაც რაიონის ბიუჯეტი  და მოსახლეობა დიდ შემოსავალს ღებულობდა.

ლაგოდეხის რაიონში თამბაქოს ნედლეულის წარმოების ხელმეორედ აღდგენა შეიძლება ათას ტონამდე და 1500 ადამიანის მუდმივი დასაქმება, მაგრამ საჭიროა თამბაქოს ნედლეულის გადამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ევროპულ სტანდარტების მიღწევა, ამისათვის საჭიროა უახლესი ევროპული ტექნოლოგიური დანადგარების შემოტანა საქართველოში. კერძოდ, პირველ რიგში უნდა დაინერგოს ბულგარული ტექნოლოგია; თამბაქოს აუნემსავადბალგიურიკებში ხმობა, მოსახლეობას უნდა ვაწარმოებინოთ  თამბაქო და მივიღოთ პირდაპირ ფოთლოვანი მწვანე მასა, მოხდეს მწვანე მასის ბალგიურიკებში გახმობა.ამ ტექნოლოგიის დანერგვითგამოითიშება თამბაქოს ნემსვა. მისი მზეზე ხმობა, ხის მასალა, ხმობისთვის ცელოფანი, ავანგებად შენახვა,  ხმელი თამბაქოს სპეციალურ ყუთებში ცალებად დაპრესვა, ფერმენტაცია. ამით დაიზოგება დიდი რაოდენობის ხის მასლა და აღარ იქნება საჭირო თამბაქოს შრობისთვის ცელოფნის გამოყენება. დაიზოგება თამბაქოს ფერმენტაციისთვის ელექტრო ენერგია. უნდა შევიძინოთ თამბაქოს უკვე მზა პროდუქციის დასაჭრელი და დასაპრესი დანადგარები. შესაძლებელია მოხდეს დაჭრილი თამბაქოს სოუზირებაც მყიდველის მიერ შეკვეთით ხელშეკრულების საფუძველზე. ეს უკვე არის თამბაქოს მზა პროდუქცია სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკებისათვის, როგორც საქართველოში ადგილობრივი ფაბრიკებისთვის ისე საექსპორტოდ.

გამომდინარე თამბაქოს ნაწარმზე მზარდი მოთხოვნისა და მაღალი ფასებისა, აღნიშნული წარმოების განვითარება კარგი საშუალება იქნება ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

Share page