საკალმახე მეურნეობის განვითარება

ლაგოდეხის ბუნებრივი კლიმატური პირობები მეტად ხელსაყრელია სატბორე–საკალმახე მეურნეობის განვითარებისთვის, რადგან ლაგოდეხში არსებული ჰიდროგრაფიული ქსელი ჟანგბადით მდიდარი ზედაპირული წყლებით კარგ პირობას ქმნის ცისარტყელა კალმახის გამოსაზრდელად. ცისარტყელა კალმახი ადგილობრივ მდინარის კალმახთნ შედარებით სწრაფად იზრდება და ხასიათდება გარემოპირობებისადმი კარგი უნარით.

ცისარტყელა კალმახის გამოზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყლის რაოდენობას და ხარისხს. წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე და ჟანგბადით მდიდარი. წყლის ტემპერატურა ოპტიმალურია +3c  +20c. წყალი აუცილებლად უნდა იყოს გამდინარე. არსებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს ლაგოდეხში არსებული ზედაპირული წყლები.

სატბორე–საკალმახე მეურნეობა მხოლოდ ინტენსიური ფორმისაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების სწორ ორგანიზაციას, რადგან არასწორი კვების რეჟიმის დროს ტბორში უარესდება ჟანგბადის მოცულობა.

 

 მნიშვნელოვანია ფერმერმა ყურადღება მიაქციოს ტბორში ჟანგბადის მოცულობა და თევზის მიერ საკვების ათვისებას, რათა არ მოხდეს წყლის ფიზიკო–ქიმიური შემადგენლობის გაუარესება. არსებული გარემოპირობების გათვალისწინებით თუ ფერმერი მოახდენს სატბორე–საკალმახე მეურნეობის სწორ ორგანიზებას აღნიშნული მიმართულება შეიძლება ჩაითვალოს პერსპექტიულად და მოხდეს ამ დარგის ინვესტირება.

Share page